თეთრი სახლი ღამით — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1890 წლის 16 ივნისს, ზეთის საღებავებით ტილოზე, სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე, პატარა ქალაქ ოვერ-სიურ-ოაზში. ინახება სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში.
ერმიტაჟის მუზეუმის თქმით, „ნახატი გადმოსცემს იმ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს, რომლის ქვეშაც ვან გოგი იმყოფებოდა“; ორი ღია ფანჯარა, რომლებშიც წითელი ფარდები საზარლად მოსჩანს, განხილულია როგორც შენობის „თვალები“, ცაზე ვარსკვლავი კი ბედის ნიშანია,სიმბოლო ტანჯვისა, რომლის ატანაც ვან გოგს უხდებოდა.[2]
მიჩნეულია, რომ ვინსენტმა ნახატი დაახლოებით 8 საათზე დახატა იმ დროის განმავლობაში, როცა ნახატზე გამოსახულ ვარსკვლავს მსგავსი მდებარეობა ჰქონდა. ასტრონომებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან, დონალდ ოლსონმა და რასელ დოშერმა გამოთვალეს, რომ ვარსკვლავი ნახატზე არის ვენერა, რომელიც 1890 წლის ივნისის საღამოს ანათებდა.[3] ნახატზე გამოსახული სახლი ასევე გამოსახულია ნახატზე „აყვავებული წაბლის ხე“.[4]
ნახატს ტურბულენტური ისტორია აქვს. ის 1920 წელს რამდენიმეჯერ იქნა გამოფენილი შვეიცარიაში, მაგრამ ამავე წლის ბოლოს გაუჩინარდა გერმანელი მეწარმის ოტო კრებსის პირადი კოლექციიდან,[5] მისი მრავალი შენაძენი იყო სტილის, რომელსაც მომდევნო ეტაპზე ნაცისტების მიერ „დეგენერატული ხელოვნების“ ეტიკეტი დაესვა, სწორედ კრებსმა შეიტანა წვლილი ამ ნამუშევართა შენახვაში.[6]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა, ის ერმიტაჟს არქივებში ფუჭდებოდა 50 წლის მანძილზე, მანამ, სანამ 1995 წელს არ განაახლეს ახალი გამოფენისათვის, სადაც გამოიფინა კომუნისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მოპარული ნამუშევრები.[3] კრებსის კოლექციიდან ამ ნამუშევრის გარდა წარდგენილი იყო ვან გოგის სამი სხვა ნახატი: მდელო სახლითა და გლეხით, დილა: სამუშაოზე წასვლა, და მადამ ტრაბუკის პორტრეტი.[7]
სქოლიო
|
---|
| ძირითადი | | |
---|
| ოჯახი | |
---|
| მეგობრები | |
---|
| ნამუშევრები | |
---|
| საჯარო კოლექციები | |
---|
| ვან გოგის შესახებ | |
---|
| |
|