თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია — კათოლიკური ეკლესია თბილისში, მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, ივ. ჯავახიშვილის № 55-ში.
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1870 წელს. არქიტექტორია ალბერტ ზალცმანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა შტაბს-კაპიტანი ზუბალაშვილი. მას ეწოდებოდა ახალი კათოლიკური ეკლესია, აქვე გაჩნდა ამავე სახელწოდების ქუჩა. ეკლესიის ეზოში შესასვლელის თავზე ქართული წარწერაა (აქვეა რუსული წარწერაც), რომელიც გვამცნობს:
|
„გალავანი ესე აგებულ არს 1891 წელსა. წარსაგებელითა მიხეილ, პავლე, ნიკოლოზ და დედისა მათისა მარიამ ჯიმშეროვებისათა საუკუნო სახსენებლად ქრისტეს მოყვარე შემწირველისა მამისა და მეუღლის ივანე პეტრეს ძე ჯიმშეროვისა.“
|
|
|
ფოტოგალერეა
-
მახცოვრის სტატუა
-
წმ. პეტრეს სტატუა
-
ღვთისმშობელი
-
გუმბათი
-
საკურთხეველი
-
ინტერიერი
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა