1991-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. 2001-2003 წლებში იყო გაზეთ „რეზონანსის“ ფოტორეპორტიორი. 2004 წლიდან იყო ევროპული პრესის სააგენტოს (EPA) ფოტოკორესპონდენტი. 2017 წლიდან ამავე პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე.
ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ჟურნალისტები გაეთავისუფლებინა.[2]
ხელისუფლება ცვლილების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად, კიდევ სამი ფოტოგრაფი — გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები სრულად გაამართლა.[3] 2023 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ფოტოგრაფების სასარგებლოდ, მორალური ზიანისათვის ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.[4]
ზურაბ ქურციკიძე 2023 წლის 31 მაისს გარდაიცვალა.[5] უკანასკნელი რამდენიმე დღე თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.