ზურაბ კუხიანიძე (დ. 30 სექტემბერი, 1930, ქუთაისი — გ. 28 ივლისი, 2003) — ქართველი მწერალი, პოეტი.
დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1954-1977 წლებში იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან —- გამომცემლობა „საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის „უქიმერონის“ დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1951 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული. არის 40-მდე წიგნის ავტორი.
გარდაიცვალა 2003 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში, ქუთაისში.
რესურსები ინტერნეტში