ზურაბ აბშილავა

ზურაბ აბშილავა (დ. 1958 — გ. 30 სექტემბერი, 1992) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია

ზურაბ აბშილავა დაიბადა სოფელ ოხურეში, ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთში. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვორონეჟში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, პარალელურად მუშაობდა რეკის ციტრუსების მეურნეობაში ბრიგადირად, 1987 წლიდან კი ოხურეის სასათბურე კომბინატში სათბურის ხელმძღვანელად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ აბშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს აფხაზ სეპარატრისტებთან შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

ლიტერატურა

უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 39.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!