ზემო გრინდელვალდის მყინვარი (გერმ. Oberer Grindelwaldgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, გრინდელვალდის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ბერნის ალპების ჩრდილოეთ კალთებზე, ბერნის კანტონის ტერიტორიაზე. სიგრძე 6 კილომეტრია, ფართობი კი დაახლოებით 10 კმ²-ს მოიცავს.
მყინვარი მდებარეობს შრეკჰორნის მთის სამხრეთითა და ვეტერჰორნის მთის ჩრდილოეთით გადაჭიმულ თოვლის ფართო მინდვრებზე. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 1 400 მ სიმაღლეზე მდებარეობს და შედეგად, ზემო გრინდელვალდი ალპების ერთ-ერთ ყველაზე დაბლა მდებარე მყინვარს წარმოადგენს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში