ვოლგა-კამის ბანკის შენობა (რუს. Здание Волжско-Камского банка) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში ალექსეი ბეკეტოვის პროექტის მიხედვით მოდერნის სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით[1]. საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო პიონერთა სასახლე[2]. ამჟამად შენობაში მდებარეობს ბავშვთა შემოქმედების სასახლე. ვოლგა-კამის ბანკის შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
ისტორია
XIX საუკუნის ბოლოს ვოლგა-კამის ბანკი იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი რუსეთში. 1892 წელს ბანკმა გახსნა თავისი განყოფილება როსტოვში. თავდაპირველად ბანკმა იქირავა სათავსო. 1897 წლამდე ბანკი განთავსებული იყო ვაჭარ იაშჩენკოს სახლში, შემდეგ კი ვაჭარ გენჩ-ოგლუევის სახლში. ბანკის განყოფილებისათვის საკუთარი სახლის ასაშენებლად მოიწვიეს ხარკოველი არქიტექტორი ალექსეი ბეკეტოვი. სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1906-1909 წლებში[4]. პირველ სართულზე განთავსდა სავაჭრო სათავსოები, ხოლო დანარჩენ სართულზე ბანკი[2].
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია, მაგრამ არ დაუკარგავს თავისი დანიშნულება. 1925 წლის მონაცემებით შენობაში განთავსებული იყო სახელმწიფო ბანკის ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კანტორა[5]. 1936 წლის 23 მაისს შენობაში საზეიმოდ გახსნეს პიონერთა სასახლე[6].
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა თითქმის არ დაზარალებულა. დაზიანდა მხოლოდ სახურავის ნაწილი. 1947 წელს შენობა აღადგინეს არქიტეტორ ლეონიდ ებერგის ხელმძღვანელობით[5].
1999 წელს წარიმართა ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს XX საუკუნის ბოლოს დაკარგული ატლანტების გამოსახულება. მთავარ შესასვლელთან აღადგინეს ისტორიული წარწერა „ვოლგა-კამის ბანკი“. რესტავრაცია ჩაუტარეს თაბაშირის რამდენიმე ფიგურას[4].
არქიტექტურა
სქოლიო