ვლადისლავ სტარევიჩი (დ. 8 აგვისტო [ ძვ. სტ. 27 ივლისი] 1882, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 26 თებერვალი, 1965, პარიზი, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის რუსი და ფრანგი რეჟისორი, თოჯინური სიუჟეტური ანიმაციური ფილმების პირველი შექმნელი. უოლტ დისნეის აზრით, მან მსოფლიოს ყველა ანიმატორს რამდენიმე ათწლეულით გაუსწრო.
სტარევიჩის თოჯინები გამოირჩევიან დახვეწილი მიმიკით და დეტალიზაციით, რაც იმ დროისთვის მსოფლიო ანიმაციაში სიახლეს წარმოადგენდა. 1950-იან წლებში შემოქმედის ფილმების წარმატებამ იკლო. გაჭირვების ჟამს, როდესაც უფროსმა ქალიშვილმა მხედველობა დაკარგა, დაიწყო საკუთარი თოჯინების გაყიდვა.
რესურსები ინტერნეტში