ვლადიმერ თხაფსაევი (ოს.Тæбæхсæуты Бало; დ. 1910 გ. 1981) — საბჭოთა და ოსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1960), რსფსრ სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968).
დაიბადა არდონში. ადრიანად დაობლდა. 12 წლის ასაკში დაინტერესდა თეატრით.
ახალგაზრდობაში მუშაობდა გიზელდონისჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. შემდეგ სადონის შახტასა და ტყვია-სპილენძის გამამდიდრებელი კომბინატში. 1930-იან წლებში მუშაობდა ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც პირველად გამოვლინდა მისი მსახიობური ნიჭი.