ვილი გერტე ვან ამელროი (ნიდერლ. Willeke van Ammelrooy; 5 აპრილი, 1944, ამსტერდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი მსახიობი და რეჟისორი. ქალაქ ამსტერდამში დაამთავრა დრამატული სკოლა. კინოში 1966 წლიდანაა. მონაწილეობა აქვს მიღებული ცნობილ ფილმებში: „მირა“, „ანტონია“ და სხვა. 2009 წელს გამოაქვეყნა მემუარები. ჰყავს მეუღლე — ოპერის მომღერალი მარკო ბაკერი.
რესურსები ინტერნეტში