ვითბელტი (ინგლ. Wheatbelt) — რეგიონი ავსტრალიის შტატ დასავლეთ ავსტრალიაში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, პერთის მეტროპოლიტური ზონა და პილი, ჩრდილოეთით — მიდ-უესტი, აღმოსავლეთით — გოლდფილს-ესპერანსი, სამხრეთით — საუზ-უესტი და გრით-საუზერნი. მისი ფართობი 154 862 კმ²-ია (შეიცავს კუნძულებსაც), ხოლო მოსახლეობა — 72 000 კაცი.