ვეტცელის სასტუმრო — სასტუმრო ძველ თბილისში. მისი არქიტექტორი იყო ლ. ბილფელდი. ააგეს 1880 წელს.
თავდაპირველად ერქვა ვეტცელის სასტუმრო, შემდეგ დაერქვა „ევროპა“, ბოლოს — „რუსთავი“, 1980-იან წლებში აქ განლაგდა იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები. სტილისტური მიმართულებებით შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის ბოლოს ბაროკოს მოტივების გამოყენებით. შენობის მარცხენა ფრთაში პირველ სართულზე ბინა დაიდო თოჯინების ქართულმა თეატრმა.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 474