ველი მამედჰუსეინ ოღლუ ხულუფლუ, ცნობილია როგორც ველი ხულუფლუ, 1894–1937 წლებში (აზერ. Vəli Məmmədhüseyn oğlu Xuluflu) (დ. 26 მაისი, 1894 — გ. 13 ოქტომბერი, 1937) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი, ლიტერატურადმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, ფოლკლორისტი, ფილოლოგი, თურქოლოგი, ლინგვისტი, პუბლიცისტი, პროფესორი (1931), მწერალთა კავშირის წევრი 1934 წლიდან.
ბიოგრაფია
დაიბადა 1894 წლის 26 მაისს ელიზავეტპოლის გუბერნიის სოფელ ხულუფლუში, (შამქირის რაიონი აზერბაიჯანი).
მუშაობდა ცენტრალური არქივის უფროსად (1933). 1937 წლის იანვარში დაპატიმრებამდე ბოლო სამუშაო ადგილი - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აზერბაიჯანის ზეპირმეტყველობით ლიტერატურას და დიდ დროს უთმობდა მის შეგროვებას. იგი დაკავებული იყო ფოლკლორის შეგროვებით XX საუკუნის 20-30 წლებში. ველი ხულუფლუ ითვლება აზერბაიჯანული ფოლკლორისტიკის ფუძემდებლად და «პიონერად».[2] 1927-წელს გამოსცა წიგნი «სახალხო აშუღები“, ასევე პირველმა აზერბაიჯანში გამოსცა დასთანი „ქიოროღლუ“, ხოლო 1929 წელს გამოსცა მეორედ.
იგი რეპრესირებული იყო.[3][4] ველი ხულუფლუ დაპატიმრებულ იქნა 1937 წლის იანვარში კონტრრევოლუციური მოღვაწეობის ეჭვით და დახვრეტილ იქნა იმავე წლის ოქტომბერში. აზერბაიჯანის სს რესპუბლიკის ცეკა–ს დადგენილებით „კონტრევოლუციური, პანთურქული და ნაციონალისტური ლიტერატურის ამოღების შესახებ“ ველი ხულუფლუ შეყვანილ იქნა იმ მწერალთა რიცხვში, რომელთა ნაშრომებიც ამოღებული იქნა, როგორც ანტისაბჭოთა.
ველი ხულუფლუ რეაბილიტირებული იქნა 1956 წლის 17 ნოემბერს (გარდაცვალების შემდეგ).
სქოლიო