ვახტანგ დანელია (დ. 1950, გაგრა — გ. 2 ივლისი, 1993) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. დაკრძალულია სოხუმში, კურჩენკოს სახელობის პარკში.
ბიოგრაფია
ვახტანგ დანელია დაიბადა ქალაქ გაგრაში. 1993 წლის თებერვალში მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოახერხეს კვიტოულის მეურნეობის შესასვლელთან მტრის უკუგდება. 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დღეს, ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნა, თვითონ კი ორივე ფეხში დაიჭრა, ამ დროს მას ექვსიოდე მოწინააღმდეგე მიუახლოვდა, ვახტანგ დანელიამ ორი ხელყუმბარა გახსნა ერთდროულად და ექვსივენი ააფეთქა. იგი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ლიტერატურა
უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბ., 2004. გვ. 160.
რესურსები ინტერნეტში