ვასილ ლევანის ძე გურიელი (დ. 7 ოქტომბერი, 1861 — გ. 1919) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917), გენერალ-ლეიტენანტ ლევან გურიელის ვაჟი.
1871-1881 წლებში იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარის პაჟი. დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მსახურობდა 45-ე დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. 1914–1917 წლებში იყო განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი კავკასიის მეფისნაცვალთან. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა