ვარშავის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი (დონის როსტოვი)

ვარშავის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი
რუს. Главный корпус Варшавского университета

მთავარი კორპუსი რევოლუციამდე
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ი, ჩერკესიანი
ტიპი მოდერნი
გახსნის თარიღი 1912-1914
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ვარშავის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი (რუს. Главный корпус Варшавского университета) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1912-1914 წწ. არქიტექტორ ი. ჩერკესიანის პროექტის მიხედვით[1]. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისა და ოსტროვსკის შესახვევის გადაკვეთაზე. ამჟამად წარმოადგენს სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს[2]. შენობა აგებულია მოდერნის სტილში[1] და გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

ისტორია

XX საუკუნის დასაწყისში დიდი სადოვაიის ქუჩისა და ფოსტის (ამჟამად ოსტროვსკის) შესახვევის რაიონში მდებარეობდა პირველი გილდიის ვაჭრის ნ. ჩურილინის ფაბრიკა და ქარხანა. 1912 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ამ ადგილზე აეშენებინათ შემოსავლიანი სახლი. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის სტუდენტ ი. ჩერკესიანის პროექტმა. მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ შესაბამისად კიეველი (ი. ტოროვი) და როსტოველი (გ. ვასილევი) არქიტექტორები. ჩერკესიანის პროექტი რამდენიმე ცვლილების შემდეგ დაამტკიცეს. ამავე წელს დაიწყეს მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1914 წელს და შენობაც გახსნეს[4].

1915 წელს გერმანული ძალები მიუახლოვდნენ ვარშავას. მიიღეს გადაწყვეტილება მოეხდინათ ვარშავის უნივერსიტეტის ევაკუაცია დონის როსტოვში. ყოფილი საქალაქო შემოსავლების სახლი გახდა უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი. აქვე განთავსდა ისტორია-ფილოლოგიის, ფიზიკა-მათემატიკის, იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტები, ლაბორატორია და კლინიკა. 1917 წელს უნივერსიტეტს ეწოდა „დონის უნივერსიტეტი“. 1930-იან წლებში როსტოვის უნივერსიტეტი განათავსეს კისტოვის ყოფილ სახლში, ხოლო მის ადგილზე განთავსდა როსტოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი[4]. 1993 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი გახდა უნივერსიტეტი. 2006 წელს იგი შეუერთდა სამხრეთის ფედერალურ უნივერსიტეტს.

არქიტექტურა

კორპუსი აგებულია მოდერნის სტილში[1] კლასიციზმის ელემენტებით[5]. ხუთსართულიან შენობას აქვს რთული დაგეგმარება. შენობის დაგეგმარება არის კორიდორული სისტემის[1].

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 25.
  2. Структура ЮФУ. dbs.sfedu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-15. ციტირების თარიღი: 2013-09-11.
  3. г. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). donland.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
  4. 4.0 4.1 Сергей Иваненко Доходный дом // Ростов официальный. — 2004. — № 22 (497).}}
  5. Кукушин B. C. Русский классицизм // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!