„ვარსკვლავური გზა: თაობები“ (ინგლ. Star Trek: Generations) — მეშვიდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. მასში მონაწილეობენ პერსონაჟები როგორც ორიგინალური სერიალიდან, ისე შემდეგი თაობიდან.
სიუჟეტი
…2293 წელი. თავის პირველ, სადღესასწაულო გაფრენას ახორციელებს ხომალდი „ენტერპრაიზ-B“. მოწვეულნი არიან ძველი ენტერპრაიზის ეკიპაჟის წევრებიც:ჯეიმზ კირკი, მონტგომერი სკოტი, პაველ ჩეხოვი. მოულოდნელად ხომალდი იღებს უბედურების სიგნალს ორი ხომალდისგან რომლებიც მოხვდნენ უცნობი „ლენტის“ ქვეშ. ხერხდება 40 ადამიანის გადარჩენა, დანარჩენები იღუპებიან ხომალდთან ერთად. იღუპება კაპიტანი კირკიც…
…2371 წელი. „ენტერპრაიზ-D“ იღებს ბრძანებას გამოიკვლიოს თავდასხმა ობსერვატორია „არმაგოსაზე“ (англ. Amargosa). ადგილზე მისვლისას ეკიპაჟი არკვევს რომ სადგურის თანამშრომელმა, დოქტორმა ტოლიან სორანმა საიდუმლოდ შექმნა იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგურის მთელი მზის სისტემები. ტორანი ერთ-ერთი გადარჩენილია 2293 წელს მომხდარი ინცინდენტისას. იგი მრავალი წელი ცდილობდა გაეგო როგორ შეიძლება იმ „ლენტაში“ მოხვედრა. ეს ანომალია საშუალებას აძლევს მას ვინც მასში მოხდება ნახოს თუ როგორ სრულდება მისი ფანტაზიები. მასში მოსახვედრად დოქტორი აპირებს შეასწოროს მისი მარშრუტი, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ვარსკვლავის აფეთქება, რაც გამოიწვევს 250 მილიონი სიცოცხლის განადგურებას.
პიკარი ცდილობს სორანის შეჩერებას და მიდის პლანეტა ვერიდან 3-ზე. პლანეტა ფეთქდება და ითრევს პიკარს და სორანს ლენტის შიგნით, სადაც ჟან-ლუკ პიკარი ხვდება ჯეიმზ კირკს. ისინი ერთად ბრუნდებიან წარსულში რათა შეაჩერონ სორანი…
როლებში
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| სატელევიზიო სერიალები | |
---|
| ფილმები |
ორიგინალური სერია | |
---|
| შემდეგი თაობა | |
---|
| გადატვირთვა (კელვინის დროის ხაზი) | |
---|
|
---|
| სხვა მედია |
- თამაშები
- ლიტერატურა
- დოკუმენტური ფილმი
- დადგმები
|
---|
| სხვადასხვა | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
|