ვან გოგის სინდრომი — ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია.
სინდრომი პირველად აღწერა ფსიქიატრმა აბრამმა 1966 წ. და მისი ეპონიმია ჰოლანდიელი ფერმწერი,
ვინსენტ ვან გოგი (30 მარტი, 1853 - 29 ივლისი, 1890), რომელმაც ფსიქიკური აშლილობის დროს (23 დეკემბერი, 1888 წ.) თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.
ლიტერატურა
- Abram, H.S. The Van Gogh Syndrome: an unusual case of polysurgical addiction; Am.J. Psychiatry, 1966 123(4):478-81
- Strik, W.K. The Psychiatric Illness of Vincent Van Gogh; Nervenarzt. 1997 68(5):401-9
იხილეთ აგრეთვე
თვითდაზიანება ახასიათებს სხვა სინდრომებსაც