ვაზის ცრუფარიანები — ვაზისა და სხვა ხეხილოვანი მცენარეების მავნებლები. ვაზის ცრუფარიანებიდან დიდი ზიანი მოაქვს ვაზის ფქვილისებრ ცრუფარიანას, ბალიშა ცრუფარიანასა და იმერულ ბალიშა ცრუფარიანას.
- ვაზის ფქვილისებრ ცრუფარიანას (ლათ. Planococcus citri) მამალი ფრთიანია, დედალი — უფრთო და ოვალური. სხეული დაფარული აქვთ ფქვილისებრი ფიფქით. გავრცელებულია ამიერკავკასიაში, დაღესტანსა და ყირიმში. საქართველოში გვხვდება მევენახეობის რაიონებში, სადაც ვაზის გარდა აზიანებს ლეღვს, ქლიავს, ჭადარსა და სხვა. წელიწადში იძლევა 3-4 თაობას.
- ვაზის ბალიშა ცრუფარიანას (ლათ. Pulvinaria vitis) დედალი მომრგვალო, ამობურცული, მოწითალო-ყავისფერი, 4-8 მმ სიგრძისაა. აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს. წელიწადში ერთი გენერაცია აქვს.
- იმერული ბალიშა ცრუფარიანას (ლათ. Neopulvinaria imeretina) დედალი მოგრძო-ოვალურია, 5-იდან 11 მმ-მდე, მოწითალო-ყავისფერი, ვაზის გარდა აზიანებს ხეხილოვან და კენკროვან მცენარეებს, ტყის ჯიშებს. ვაზის ცრუფარიანები წუწნით აზიანებენს ვაზის შტამპს, ყლორტს, ფოთოლსა და მტევანს. მცენარე სუსტდება, გაყვითლებული ფოთოლი სცვივა, მტევანი ჭკნება, მავნებლები გამოყოფებ ტკბილ წვენს, რომელზეც სოკო სახლდება და სიშავეს იწვევს.
ბრძოლის ღონისძიებანი: ინსექტიციდების შესხურება, მტაცებელი ხოჭო კრიპტოლემუსის გამოყენება.
ლიტერატურა