ეფიმ კოსტინის სახლი
რუს. Дом Е. Я. Костина |
---|
|
მდებარეობა |
რუსეთი, დონის როსტოვი |
---|
გახსნის თარიღი |
XIX საუკუნე |
---|
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № |
ეფიმ კოსტინის სახლი (რუს. Дом Е. Я. Костина) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობს სუვოროვის ქუჩაზე (სახლი 29/37). სავაჭრო სახლი ააშენეს XIX საუკუნეში და ეკუთვნოდა ვაჭარ ეფიმ კოსტინს[1]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის ხელოვნების, არქიტექტურისა და ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ისტორია
სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს[3]. 1917 წლამდე სახლი იმყოფებოდა მისამართზე მცირე სადოვაიის ქუჩა 37/35. გარდა აღნიშნული სახლისა მის მფლობელს ეკუთვნოდა ასევე კარაქის ქარხანა. სახლის მფლობელი იყო თავად, ხოლო ქარხანას ფლობდა მეუღლესთან, დომნა კოსტინასთან, ერთად. კოსტინებს ჰყავდათ სამი შვილი: ვასილი კოსტინი მაღაზიის მეპატრონე, დაკავებული იყო საკონდიტრო საქმიანობით, სტეფანე კოსტინი ამუშავებდა კარაქის ქარხანას და უმცროსი ფილიპე, ქალაქის პირველი საპოლიციო უბნის კანცელარიის მოსამსახურე[1].
ვაჭარ ეფიმ კოსტინის სახლი როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 გადაწყვეტილების პირველი დამატების მიხედვით გახდა რუსეთის ფედერაციის ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი და მისი დაცვა საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ[4].
არქიტექტურა
სახლი ოთხსართულიანია. შემონახულია ჩვენს დრომდე. XXI საუკუნეში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომლის დროსაც გაუმჯობესდა და შეიცვალა ძირითადი ფასადი, რისთვისაც გამოიყენეს აგური და სხვა მასალები[1].
სქოლიო