ენდრიუ (იორკის ჰერცოგი)

პრინცი ენდრიუ
Andrew, Duke of York

პრინცი ენდრიუ 2013 წელს
იორკის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 23 ივლისი, 1986
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ჯორჯ VI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 თებერვალი, 1960 (1960-02-19) (64 წლის)
დაბ. ადგილი: ლონდონი, ბაკინგემის სასახლე
მეუღლე: სარა ფერგიუსონი
(ქ. 1986 - განქ. 1996)
შვილები: ბეატრისი
ევგენია
დინასტია: უინძორები
მამა: ჰერცოგი ფილიპე
დედა: ელისაბედ II

პრინცი ენდრიუ (ინგლ. Andrew Albert Christian Edward; დ. 19 თებერვალი, 1960, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — იორკის ჰერცოგი, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს მე-2 ვაჟი და მე-3 შვილი. გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-7 მემკვიდრე. მას ძალიან ცოტა შანსი აქვს იმისა, რომ ტახტზე ავიდეს.

პრინცი ენდრიუ 1960 წლის 19 თებერვალს, ლონდონში, ბაკინგემის სასახლეში დაიბადა. 1986 წელს ის დაქორწინდა სარა ფერგიოსუნზე და 1986 წლის 23 ივლისიდან იგი ატარებს იორკის ჰერცოგის ტიტულს. სარასა და ენდრიუს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლათ, მაგრამ 1996 წელს განქორწინდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ენდრიუ პილოტად მუშაობდა (როგორც მისი ძმიშვილი უილიამი). 2015 წლის თებერვლიდან პრინცი ენდრიუ აგრეთვე არის სამეფო ფლოტის ვიცე-ადმირალი.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!