ელენა ევგენის ასული ვისტროპოვა (აზერ. Yelena Yevqeniyevna Vıstropova; დ. 3 ნოემბერი, 1988, სულაკი, დაღესტნის სსრ, სსრკ) — რუსი-აზერბაიჯანელი სპორტსმენი. რუსეთისა და ევროპის ჩემპიონი კრივში (2014, 2016). რუსეთის სპორტის ოსტატი; აზერბაიჯანის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2016).[1].
ბიოგრაფია
ელენა ვისტროპოვა დაიბადა 1988 წლის 3 ნოემბერს დაღესტნის სსრ-ის სოფელ სულაკში[2]. კრივში ჩაერთო 8 წლის ასაკში.
მისი პირველი მწვრთნელი იყო ალექსეეი სეიდულაის ძე შახსინოვი (1941—2018)[2].
2006 წელს მან მოიგო რუსეთის ჩემპიონატი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2007 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (70 კგ-მდე); 2008 და 2010 წლები (69 კგ-მდე). 2009 წელს მოიპოვა რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი 64 კგ-მდე წონით კატეგორიაში.[2].
2011 წლიდან ასპარეზობს აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში[3][4]. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა ნიგერიელ ედიტ ოგოკესთან. 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/64 ფინალში დაამარცხა ბელარუსის წარმომადგენელი ვიქტორია კებიკავა, ანგარიშით 18:7. 1/32 ფინალში ანგარიშით 17:12 დაამარცხა ბრაზილიელი როზელი ფეიტოსა. 1/16 ფინალში დაამარცხა რუმინელი ელენა ტურჩინი. მეოთხედფინალში ანგარიშით 12:5 დაამარცხა ლილია დურმიევა. ნახევარფინალში ანგარიშით 16:15, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანა ლაურელი. ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ინგლისელ სავანა მარშალთან, ანგარიშით 15:17. [5] 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვისტრიპოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2014 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში.[2] 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 დაამარცხა უნგრელი ესტერ ოლაჰი. 1/4 ფინალში დაამარცხა პოლონელი ნატალია ჰოლინსკა, ანგარიშით 3:0. ნახევარფინალში დაამარცხა რუმიენლი მიჰაელა კრისტიან, ანგარიშით 3:0. ფინალში დაამარცხა ინგლისელი სტეისი კოუპლენდი. [6]. 2015 წლის ნოემბერში მოიგო სოფიაში გამართული „Balkan Cup“[7].
მისი ამჟამინდელი მწვრთნელია აზერბაიჯანელი შ. მაგომედოვი. ცხოვრობს აზერბაიჯანში[2], არის სპორტულ კლუბ „გილიანის“ წევრი (აზერ. Gilan İdman Klubu).
ელენა ვისტროპოვა გათხოვილია და ჰყავს 1 შვილი, რომელიც 2013 წელს დაიბადა.
სქოლიო