ედუარდ მაკარის ძე მურზაევი (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1908, სიმფეროპოლი — გ. 1 აგვისტო, 1998, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოგეოგრაფი და ტოპონიმისტი, რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1970). 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1931 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პროფესორი 1956 წლიდან. იყო მრავალი ექსპედიციის მონაწილე ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ძირითადი შრომები მიუძღვნა არიდული ტერიტორიების ლანდშაფტების განვითარების ისტორიას, ქვეყანათმცოდნეობას, გეოგრაფიული სახელების წარმომავლობას, ადგილობრივ ტერმინოლოგიას და აზიის გეოგრაფიული კვლევის ისტორიას. იყო ლევ ბერგის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, პეტრე კოზლოვის შრომების რედაქტორი და კომენტატორი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). დაჯილდოებულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. პრჟევალსკის მედლით (1947).[2]
სქოლიო