დიონისე II უმცროსი (დაბადების და გარდაცვალების წლები უცნობია) — ტირანი ძვ. წ. 367-357 და ძვ. წ. 346-344. დიონისე I-ის უფროსი შვილი. შეწყვიტა მამამისის მიერ დაწყებული ომი კართაგენთან. სამხრეთის საქმეში დიდი წარმატებები არ ჰქონია. დაახლოებით ძვ. წ. 357 გაილაშქრა ლუკანების (სამხრეთ იტალიკური ტომები) წინააღმდეგ. ამასობაში სირაკუსეში ძალაუფლება ხელთ იგდო მისმა ნათესავმა დიონმა. დიონისე II იტალიაში გადავიდა, სადაც ქ. ლოკრეში გაბატონდა. ძვ. წ. 346 დაიბრუნა სირაკუსე, მაგრამ მისი სისასტიკით შევიწროვებულმა სირაკუსელებმა დახმარებისათვის კორინთს მიმართეს. ძვ. წ. 344 წელს დიონისე II-მ ქალაქი კორინთის მხედართმთავარს ტიმოლეონტის ჩააბარა და თავისი მომხრეებით საბერძნეთში გადასახლდა, შემდგომში კორინთში ცხოვრობდა. გარდაიცვალა სიღარიბეში.
ლიტერატურა
- Helmut Berve. Die Tyrannis bei den Griechen. 2 Bände. München 1967