დიმიტრი ყიფიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); არსენა ოძელაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე ქუჩის დასაწყისი — ხევის ქუჩის, ხოლო ბოლო მონაკვეთი მთის I ქუჩის სახელით არის დატანილი. 1900 წლიდან — ყიფიანის, 1923 წლიდან — დიმიტრი ყიფიანის სახელი ჰქვია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.
ლიტელატურა