დიმიტრი — XIV საუკუნის ქართველი მეფისწული, საქართველოს მეფის ვახტანგ III-ის ძე.
ჟამთააღმწერლის მიხედვით ვახტანგს გარდაცვალების (1308) შემდეგ „დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის დმანისი აქუნდა, და გიორგის — სამშვილდე“. გიორგის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი, დიმიტრი კი იხსენიება პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის 1311 წლის წარწერაში მეფის ტიტულით. ზოგი მკვლევარის აზრით, დიმიტრის მცირე ხნით აღმოსავლეთ საქართველოს ტახტი ეპყრა, მაგრამ, როგორც ჩანს, დავით VIII-ის გარდაცვალების შემდეგ დიმიტრიმ დმანისში თავისი უფლებამოსილება „მეფის“ რანგში აიყვანა და რეალურად მხოლოდ დმანისის მხარის „პროვინციის მეფე“ იყო.
ლიტერატურა
- კიკნაძე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989.
- ნინიძე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.
- ზალდასტანიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, , 2012. — გვ. 433.