დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი (გერმ.Dessau-Wörlitzer Gartenreich) — ერთ-ერთი პირველი და უდიდესი ინგლისური ბაღები გერმანიასა და მთელ კონტინენტურ ევროპაში. პარკები შეიქმნა XVIII საუკუნეში, ლეოპოლდ III-ის რეგენტობით. დიდი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ლეოპოლდმა, რომლის ფარგლებშიც მან იტალია, ნიდერლანდები, ინგლისი, საფრანგეთი და შვეიცარია მოიარა, ბაღების აგება თავის თავზე აიღო მეგობარ არქიტექტორთან - ფრიდრიხ ვილგერმან ფონ ერდმანსდორფთან ერთად. განმანათლებლობის იდეების ძლიერი გავლენის ქვეშ მყოფმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბაროკოს სტილში აეგოთ ბუნებრივი ლანდშაფტის მსგავსი ბაღები, როგორებიც მათ ინგლისში ნახეს.
დღეისათვის, დესაუ-ვერლიცის კულტურული ლანდშაფტი 142 კმ²-ს მოიცავს და შუა ელბის ბიოსფერულ ნაკრძალში, საქსონია-ანჰალტის მხარეში მდებარეობს.