დედაბერა — გუმბათისებრი მთა საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე[1]. მდებარეობს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვახანისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1839 მ. აგებულია მესამეულის ვულკანოგენური წყებებით. ქვედა კალთები შემოსილია კოლხური ტყეებით, ზედა — მეორეული მდელოებით.
ლიტერატურა
სქოლიო