დაჰუკის მუჰაფაზა იგივე დაჰუკის პროვინცია (არაბ. محافظة دهوك, ქურთ. پارێزگای دھۆک) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა ქვეყანა მდებარე 18-დან. მდებარეობს ქურთისტანში და შესაბამისად, ამ მუჰაფაზაში ძირითადად ქურთები სახლობენ. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი დაჰუკი. მოიცავს 7 რაიონს.
დაჰუკის მუჰაფაზა სირიისა და თურქეთის საზღვართან მდებარეობს. მას თურქეთი ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება, ხოლო სირია — დასავლეთით.
2011 წლის აღწერის მონაცემებით, დაჰუკის მუჰაფაზის მოსახლეობამ 1 356 415 ადამიანი შეადგინა. აქედან მილიონზე მეტი ადამიანი პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ დაჰუკში ცხოვრობს. მუჰაფაზის ფართობი 6 553 კმ²-ია. დაჰუკის მუჰაფაზის გუბერნატორი არის ფარჰად ამეენ ათრუში.
რესურსები ინტერნეტში