დასავლეთის კარიბჭე - თაღი, აშშ-ის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის ქალაქ სენტლუისში, მისურის შტატში დგას და მდინარე მისისიპს გადაჰყურებს. თაღი იმ მემორიალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ეძღვნება XIX საუკუნეში ამერიკის დასავლეთის ათვისებას. თაღი 1965 წელს აშენდა, მისი სიმაღლე 198 მეტრია.