ძეგლი აღმართეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პატივსაცემად, რომელიც ისლამურ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო[2].
2006 წლის 18 დეკემბერსაზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას №1838, დამოუკიდებლობის მუზეუმის შექმნისა და დედაქალაქში დამოუკიდებლობის ძეგლის დადგმის შესახებ. ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი დამოუკიდებლობის ძეგლის შექმნისთვის და დადგინდა პრემიები[3].
ძეგლი 2007 წლის 25 მაისს ისთიგლალიათის ქუჩაზე გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი[4].
ძეგლზე, გრანიტითა და თეთრი მარმარილოთი ამოტვიფრულია, ძველი არაბული და ლათინური ანბანით დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი ეროვნული საბჭოს წევრების ხელმოწერებით.