სიუჟეტი მიმდინარეობს პირველი ნაწილის მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უცხოპლანეტელთა ტექნიკის გამოყენებით, იქმნება დედამიწის დაცვის პროგრამა, რომლის მიზანია უცხოპლანეტელთა შემოსევისგან თავის დაცვა.
სიკველზე მუშაობა შემქმნელებმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაგეგმეს.[4] გადაღებები დაიწყო 2015 წლის აპრილში[5][6] და მიმდინარეობდა ნიუ-მექსიკოსა და იუტაში.
„დამოუკიდებლობის დღის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2016 წლის 20 ივნისსლოს-ანჯელესში. აშშ-ში გამოვიდა იმავე წლის 24 ივნისს,[7] პირველი ნაწილის გამოცემიდან 20 წლის თავზე, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 165 მილიონი აშშ დოლარი, შემოსავალმა — 389.7 მილიონი, გამომდინარე აქედან, მიიჩნევა კომეციულ იმედგაცრუებად.[8][9][10][11] იგი უარყოფითად მიიღეს როგორც კინოკრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს გადაეცა იუპიტერის ჯილდო.[12], ამას გარდა ფილმი ნომინირებული იყო სატურნის,[13]Teen Choice Awards-ისა[14] და ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებებზე.[15] საერთო განხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე, მისი საერთო რეიტინგია 29% (215 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[16]