დავიდ მანოიანი (სომხ. Դավիթ Մանոյան; დ. 5 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი, რომელიც თამაშობს სომხეთის ეროვნულ ნაკრებში და არის ერევნის „პიუნიკის“ ვიცე-კაპიტანი.
ადრეული ცხოვრება
დავიდ მანოიანი დაიბადა 1990 წლის 5 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ფეხბურთზე შესვლამდე, ის ცურვაზე დადიოდა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთის თამაში დაიწყო. მანოიანს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც აგრეთვე ფეხბურთელია.[1]
დავიდ მანოიანი ფეხბურთს „პიუნიკის“ აკადემიაში თამაშობდა. 2007 წელს მან კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საკლუბო კარიერა
მართალია, მანოიანი „პიუნიკის“ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში მის მე-2 გუნდში, სომხეთის პირველ ლიგაში თამაშობდა. პირველი ოფიციალური მატჩი „პიუნიკის“ შემადგენლობაში 2008 წელს ჩაატარა. ოთხი წლის განმავლობაში ის „პიუნიკის“ შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და 59 მატჩში სამი გოლიც გაიტანა. ის გუნდის ნაწილი იყო, როცა ერევნულმა გუნდმა მოიგო სომხეთის პრემიერლიგა 2008 და 2009 წელს და სომხეთის თასი და სომხეთის სუპერთასი 2009 წელს..[2] 2009 წლის სეზონის ბოლოს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დავიდ მანოიანი წლის აღმოჩენად და ყველაზე პერსპექტიულ სომეხ ფეხბურთელად დაასახელა.[3]
მანოიანი განაგრძობდა „პიუნიკში“ სტაბილურად თამაშს, მაგრამ 2009 წლის ნოემბერს მან საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო მუხლზე. ის გერმანიაში წავიდა და მუხლზე ოპერაცია ჰამბურგის კლინიკაში გაიკეთა.[4][5] ამასობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „შტუტგარტთან“ მანოიანის იქ გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ 2010 წლის მარტში ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა.[6] ამის შემდეგ, მისადმი ინტერესი გამოიჩინა შვეიცარულმა „სიონმა“, მაგრამ მანოინმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი სეზონით დარჩინილიყო ერევანში. ამ სეზონში „პიუნიკმა“ მოიგო 2010 წლის სომხეთის პრემიერლიგა, სომხეთის თასი და სომხეთის სუპერთასიც.
2012 წლის ზაფხულში დავიდ ბადოიანი მის თანაგუნდელთან, არტაქ იედიგარიანთან ერთად მოექცა დონეცკის „მეტალურგის“ ინტერესის სფეროში. იედიგარიანი „მეტალურგის“ სამწვრთნელო შტაბს მოეწონა და შეიძინა, ხოლო ბადოიანი რუსეთში, კრასნოდარის „კუბანში“ გადაბარგდა. მაგრამ ამ გუნდში მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, მაშინვე კვლავ „პიუნიკში“ გაანათხოვრეს 6 თვით. ამ დროის განმავლობაში, მან 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. „პიუნიკმა“ გადაწყვიტა 23 წლის ბადოიანი დაებრუნებინა და გამოისყიდა. დღემდე ის ერევნული კლუბის ღირსებას იცავს.[7]
სანაკრებო კარიერა
2008 წელს დავიდ მანოიანი გამოძახებულ იქნა სომხეთის 19 წლამდელთა ნაკრებში. 2009 წელს კი 21 წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა. ამავე წელს ის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს ლატვიის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისათვის. მანოიანი მატჩში მე-80 წუთზე ჩაერთო, ხოლო მატჩი 0:0 დასრულდა. დღემდე, დავიდს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია.[8][9]
ტიტულები
კლუბი
სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა
სომხეთის თასი
სომხეთის სუპერთასი
ინდივიდუალური
- წლის აღმოჩენა (1) — 2009
- სომხეთის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი (1) — 2009
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო