დავით ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1780 ― გ. უცნობია) — ქართველი პოეტი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა რუსეთში. 1826 მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი. თუმანიშვილის შემოქმედებას აშუღური პოეზიის დაღი აზის. თემატიკურად მისი ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი. თუმანიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. მან გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართული ხელნაწერი.
ლიტერატურა
- მიქაძე გ., დავით თუმანიშვილი, «ლიტერატურული ძიებანი», 1963, ტ. 14;