დავით III

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით III (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით III დიდი

დავით III-ის ბარელიეფი ოშკის მონასტრიდან
ტაოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 983
მმართ. დასასრული: 1001
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე: გაუქმდა
ქართლის კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 990
მმართ. დასასრული: 1001
წინამორბედი: ადარნასე III
მემკვიდრე: ბაგრატ III
ტაოს ერისთავთერისთავი
მმართ. დასაწყისი: 966
მმართ. დასასრული: 1001
წინამორბედი: ბაგრატი II
მემკვიდრე: გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 930-იანები
გარდ. თარიღი: 31 მაისი, 1001
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ადარნასე III

დავით III დიდი, კურაპალატი (გ. 1001) – ტაოს მეფე, ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. ფლობდა კურაპალატის ტიტულს 978 წლიდან.

ბიოგრაფია

დავით III ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერ-ტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X საუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის მეთაურობით მისი შვილობილი და გაზრდილი ბაგრატ III გამეფდა და ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნა. როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შეიპყრეს ბაგრატი, მისი მამა — გურგენი და დედოფალი გურანდუხტი, დავით III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა.

კულტურული ღონისძიებები

ბრილის საწინამძღვრო ჯვარი.

დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონომიური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აღდგა არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია. ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს (ექვთიმე ათონელი და სხვ.) საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს. შემორჩენილია აგრეთვე მისი დაკვეთილი ბრილის საწინამძღვრო ჯვარი.

საგარეო პოლიტიკა

დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში (მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის). ქართლის ერისთავისიოანე მარუშისძის რჩევით იშვილა ბაგრატი (შემგომ ბაგრატ III). ვინაიდან აფხაზეთის მეფე თეოდოსს შვილი არ ჰყავდა აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის (ბაგრატის) ხელში. ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა თავისი მამის — გურგენის სამფლობელო. დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთიც ბაგრატს დარჩებოდა და ქართული სამეფო-სამთავროები ერთ სამეფოდ გაერთიანდებოდა. დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში. 979 დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი“ სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს, დავით III-ს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან. დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები — ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები — ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი. 993 წელს დავითმა მარვანიდთა დიარბაქრის საამიროსგან მანაზკერტი დაიპყრო. 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 დავით III-ის წინააღმდეგ ადარბაგადანის რავადიდებმა კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს, რომლის ამირა მამლან I (988–1000) ბრძოლაში ორჯერ დამარცხდა, უკანასკნელი მარცხი მან ცუმბში, არჭეშთან ახლოს იგება.[1] დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობა ბიზანტიის იმპერატორმა, ბასილ II-მ შეიერთა, რაც მომავალში საბაბი გახდა ბიზანტია-საქართველოს შორის ხანგრძლივი დაპირისპირებისა

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Encyclopaedia of Islam, First Edition (1913-1936) გვ. 638. ციტირების თარიღი: 2020-03-15

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!