„გუშინ შვიდნი გურჯანელნი“ — პოპულარული ქართული (ქართლ-კახური) ხალხური ეპიკური სიმღერა. ბურდონული სამხმიანობის ტიპური ნიმუში. ასრულებენ მამაკაცები. სიმღერას ახასიათებს ამაღლებული ტონუსი, შედგება რამდენიმე მუხლისაგან. სოლისტის რეჩიტატიულად გამღერებულ პარტიას ყოველ მუხლში გამჭვირვალე, ნათელი ჰარმონიისა და გამომსახველი მელოდიის მქონე სამხმიანი გუნდი ენაცვლება. ბოლო მუხლში კი დამწყების პარტია რთულდება და კულმინაციას აღწევს. განეკუთვნება სუფრულის ტიპის სიმღერებს.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში