გრანდ-ტერი (ფრანგ. Grande Terre) — მთავარი კუნძული ახალ კალედონიაში. კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის ტროპიკულ ზონაში, გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. კუნძულის გასწვრივ მდებარეობს ცენტრალური ქედი სიმაღლით 1628 მეტრამდე (მთა პანე).
სამხრეთ-დასავლეთი ფერდოები უფრო ნაკლებადაა დახრილი, მაგრამ ყველგან ქედის ფერდოები დაფარულია ტროპიკული ტყეებით.