გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.
აღწერა
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კარებები აქვს. შიდა მხრიდან სარკმლები გაფართოებულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან იკითხება მინაშენების კვალი. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ჯვარია გამოკვეთილი და მამაკაცის გამოსახულება. საკურთხეველში ეკლესიას აქვს ორი ნიშა, აქედან სამხრეთის ნიშა მაღალი და შეისრულთაღოვანია, ხოლო ჩრდილოეთის ნიშა ოთკუთხა ფორმისაა.
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9253