გიორგი ოსტატი — XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართველი ოსტატი.
1811სოფ. ვაშლოვანში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) აუგია კოშკი (მოხსენებულია კოშკის წარწერაში). გეგმით წრიული, სამსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ყოველ სართულზე თითო ოთახია. საგანგებოდ არის დამუშავებული სამხრეთი (სოფლისაკენ მიმართული) მხარე. აგურით ნაშენ შვერილ ნაწილში ორი ღრმა თაღია. ქვედაში შესასვლელია, ზედაში კი დატანებულია დარბაზის აივნის კარი. კარს ზემოთ ორბელიანების გერბიანი ყვითელი ქვა არის ცასმული. კოშკის გარეგანი სახე, პროპორციები, ტექნიკური შესრულების მაღალი დონე მოწმობს, რომ კოშკის აშენებული გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე აღზრდილი და დახელოვნებული ოსტატი ყოფილა.