გიორგი მაისურაძე (სსრკ-ის გმირი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

გიორგი ვასილის ძე მაისურაძე (დ. 1908, სოფელი ქვედი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 23 თებერვალი, 1966, იქვე) — საბჭოთა კავშირის გმირი (15 იანვარი, 1944).

ბიოგრაფია

1941 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში, 1942 წლიდან მაისიდან – მოქმედ არმიაში. სოფელ გლუშეცის (ლოევის რაიონი, გომელის ოლქი) გათავისუფლებისათვის ბრძოლის დროს (10 ოქტომბერი, 1943) მაისურაძე მკერდით გადაეფარა მტრის საცეცხლე წერტილს, საშუალება მისცა თავისი ასეულის მებრძოლებს გადასულიყვნენ იერიშზე და შეესრულებინათ საბრძოლო დავალება, რისთვისაც გმირის წოდება მიენიჭა. მაისურაძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!