გ. მალიშევის სახლი (რუს. Дом Г. Малышева) — ქალაქ პუშკინის ისტორიული შენობა. ცნობილია ასევე, ბელკოვის სახლის სახელით. შენობა აშენდა 1836-1839 წლებში. სახლი წარმოადგენს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს[1][2]. შენობა მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე.
ისტორია
ტაძრის მოედნის აღმოსავლეთ მხარეს, ქალაქის ზოგადი გეგმის მიხედვით, ადგილები დიდი ხანი ცარიელი იყო. 1835 წელს კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მთავრობის დადგენილებით მიწის ნაკვეთები გამოიყო. 1836 წელს იმპერატორის ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორმა სებასტიან ჩერფოლიომ. ხუთივე სახლის პროექტი არქიტექტორ სებასტიან ჩერფოლიოს ეკუთვნის, სწორედ ეს სახლები ქმნიან ერთ დიდ კომპლექსს. გარკვეული დროის განმავლობაში მათ „ფერმერთა სახლები“ უწოდეს. აღნიშნული შენობების ცენტრში მდებარეობს ყველაზე დიდი სახლი, რომელიც გ. მალიშევის მფლობელობაში იყო. ოქტომბრის რევოლუციამდე, აღნიშნული სახლი ბელკოვის სავაჭრო ფირმას ეკუთვნოდა[3][4].
არქიტექტურა
გ. მალიშევის სახლი, არქიტექტურული კუთხით ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული. შენობა მიეკუთვნება კლასიციზმის სტილს. აღნიშნული სახლის ფასადი უხვად არის შემკული მდიდრული ორნამენტებითა და სანდრიკებით. სახლის ფასადი შედგება სამი ნაწილისგან. შენობის შუა ფასადში შედარებით უფრო დიდი სანდრიკები და ფანჯრებია. ორანჟერეის ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ყრუ ქვის ღობეებით. შენობის ფასადები დაცულია თავდაპირველი სახით, ცვლილებების გარეშე. დღეს შენობის პირველ სართულზე სხვადასხვა ტიპის მაღაზიებია განთავსებული.
ლიტერატურა
- Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო