ბრუკ-ან-დერ-მური (გერმ.Bruck an der Mur) — ქალაქი ავსტრიაში, შტირიის ფედერალურ მხარეში. მდებარეობს მდინარეების — მურისა და მიურცის შერწყმის ადგილას. ქალაქში იწარმოება რკინა და ქაღალდი. ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან სარიკინიგზო გზაჯვარედინს.
ქალაქი 1263 წელს მეფე ოტაკარ II-მ დააარსა. შუა საუკუნეებში იგი რკინის სამუშაოებზე სპეციალიზებული მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო.
ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა XV საუკუნისგოტიკური ეკლესია. 1792 წელს დიდმა ხანძარმა გაანადგურა ლანშკროუნის ციხესიმაგრე. ამ ხანძრის შედეგად მხოლოდ 166 შენობა გადარჩა.