ბრეიგელი (BRUEGEL - ნაწარმოები Brussels European and Global Economic Laboratory-დან) — ევროპული კვლევითი ორგანიზაცია, ანალიტიკური ინსტიტუტი. კვლევის ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ეკონომიკაა. დაარსდა 2004 წელს, ბრიუსელში, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის სახით.
კვლევის ძირითად მიმართულებებს კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო, რომელშიც 8 დამოუკიდებელი მეცნიერია გაერთიანებული. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ევროკავშირის მაკროეკონომიკა, ფინანსური ბაზრების რეგულირების საკითხები, ინოვაციები (კონკურენციის განვითარება საბაზრო ურთიერთობების პირობებში).
წევრები
ამ ანალიტიკური ინსტიტუტის მოღვაწეობა თავის მხრივ უნიკალურია. მასში გაერთიანებულები არიან როგორც სახელმწიფოები, ასევე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები.
2015 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრები არიან:[3]
1. სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი.
2. კომპანიები: BBVA, BLACKROCK, Deutsche Bank, T-Mobile , eBay, eDF, Enel, EURONEXT, GENERALI, Goldman Sachs, Google, HSBC, Huawei, IBERDROLA, ING, MECM Ltd, MetLife, Microsoft, Moody's, Morgan Stanley, NOVARTIS, Pfizer, Prudential, Qualcomm, Schroders, Shell Oil Company, Société Générale, Standard & Poor's, Standard Chartered, Telefónica, Toyota, Tudor Funds, UniCredit.
3. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო