ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი — ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა. „კუკუშკა“ დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წელს დამთავრდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია (1500 ვოლტი, მუდმივი დენი) და პატარა ორთქლმავალი „შკოდას“ ჩს-11 სერიის ელმავალმა ჩაანაცვლა. ხიდი, რომელიც წაღვერსცემთან ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარეცემისწყალზე ააგეს.[1]