ბოლივარი (ესპ. Departamento de Bolívar) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. სახელი ეწოდა კოლუმბიის შეერთებულ შტატებში შემავალი ცხრა სახელმწიფოდან ერთ-ერთისგან. მდებარეობს ქვეყნის ჩდილოეთ ნაწილში. გადაჭიმულია ჩრდილოეთით კარიბის ზღვის სანაპიროდან, კარტახენის სანაპიროს სიახლოვიდან სამხრეთის მიმართულებით, მდინარე მაგდალენამდე, სადაც ესაზღვრება ანტიოკიის დეპარტამენტს. მის დასავლდეთით მდებარეობს სუკრესა და კორდობის დეპარტამენტები, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ატლანტიკოს დეპარტამენტი; აღმოსავლეთით, მდინარე მაგდალენას გასწვრივ კი მაგდალენას დეპარტამენტი.
დედაქალაქია კარტახენა. სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა მაგანგე და ტურბაკო.
ბოლივარი შედგება 46 მუნიციპალიტეტისგან.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.