საკავშირო თასისთვის გამართულ შეხვედრათა ფარგლებში პირველად თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. ეს არის 1/16 ფინალის პირველი მატჩი გუნდებს შორის, რომელიც 1970 წლის 9 მაისს, „ლოკომოტივის“ სტადიონზე იმართება. თბილისური კლუბების სათასო დაპირისპირება, რომელსაც ტრიბუნებზე შეკრებილი 15 ათასი გულშემატკივარი ესწრება, ნომინალური სტუმრების მინიმალური გამარჯვებით (1–0) მთავრდება. ბურთი „ლოკომოტივის“ კარში ლევან ნოდიას შეხვედრის მე-80 წუთზე გააქვს.[11] ბესარიონ მჭედლიშვილის მეორე სათასო და შესაბამისად 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ, 13 მაისს იმავე სტადიონზე ტარდება და კვლავ „დინამოელთა“ გამარჯვებით, ამჯერად ანგარიშით 4–2 მთავრდება.[12]
↑ტროფეო კოლომბინო (ესპ.Trofeo Colombino de fútbol) — საერთაშორისო ამხანაგური ყოველწლიური საზაფხულო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 1965 წლიდან სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქ უელვაში იმართება.
↑გია ტუხაშვილი (5 იანვარი, 2009). ბომბარდირი... ნახევარმცველი. მოსამზადებელი ეტაპი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდთან ერთად გავიარე, თუმცა 17 წლის ბიჭს დინამოში მოხვედრის ილუზია არც მქონდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ლანჩხუთის გურიაში გამიშვეს, სადაც სამი წლის განმავლობაში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი და ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც იყვნენ: ბესო მჭედლიშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, გია თავაძე, ზურაბ ნემსაძე, ანზორ ჯინჭარაძე. ლელო. ქართული პრესის ელექტრონული არქივი.