ბერნარის მშობლები ბურგუნდიის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. ის იყო მესამე ვაჟი ოჯახში შვიდი შვილიდან. ცხრა წლის ასაკში გააგზავნეს სასწავლებლად კოტ-დ’ორში, შატილონის სკოლაში. ბერნარს საკმაოდ კარგი გემოვნება ჰქონდა ლიტერატურაში და საკუთარ თავს პოეზიით დაკავების ნებასაც აძლევდა ხოლმე. ოცი წლის ასაკში გაწევრიანდა ცისტერციანელთა ორდენში, სადაც თავისი ასკეტიზმით ყურადღება მიიპყრო. 1115 წელს დააარსა კლერვოს მონასტერი, რომლის აბატიც თვითონ გახდა. სწორედ მისი ძალისხმევით გაძლიერდა ცისტერციანელთა ორდენი და მისი საძმოს რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.
ბერნარი გარდაიცვალა კლერვოში 1153 წლის 20 აგვისტოს. წმინდანად იქნა შერაცხილი რომის პაპ ალექსანდრე III-ის მიერ 1174 წლის 18 იანვარს, ხოლო 1830 წელს რომის პაპმა პიუს VIII-მ იგი ეკლესიის მასწავლებლად (Doctor Ecclesiae) გამოაცხადა.
შრომები
De Gradibus Superbiae
De amore Dei
De Gratia et Libero Arbitrio
De Officiis Episcoporum
In laudibus Virginis Matris
Liber ad milites Templi de laude novae militiae
Liber de diligendo Deo
Liber de gratia et libero arbitrio
Vita S. Malachiae episcopi
Sermones sancti Bernardi abbatis Claraevallis super Cantica canticorum