ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი — ძვ. წ. მესამე ათასწლეულის არქეოლოგიური ძეგლები და დაცული ტერიტორია ომანში. 1998 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბოლო 15 წლის მანძილზე მიმდინარე გათხრებისას, ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა მრავალი ნასახლარი, რომლებიც ვრცელდება სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე. წარმოადგენს ძვ.წ. მესამე ათასწლეულის ყველაზე სრულყოფილ ნასახლარებსა და ნეკროპოლისებს მთელ მსოფლიოში. ასევე მოიცავს ციხე სიმაგრეთა ნანგრევებს და სამარხებს.
როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, ამ ტერიტორიაზე მდებარე მაგანის სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულში წარმოადგენდა სპილენძის წარმოების უმნიშვნელოვანეს ცენტრს, საიდანაც ის გაედინებოდა მესოპოტამიაში.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლამდე, არექოლოგიური ძეგლები დაცულ ტერიტორიად არ იყო გამოცხადებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში