ბან-პა-ინის სამეფო სასახლე (ტაი.พระราชวังบางปะอิน), აგრეთვე ცნობილი როგორც ზაფხულის სასახლე — სასახლის კომპლექსი, რომელსაც ტაილანდის მეფეები საზაფხულო რეზიდენციად იყენებდნენ. სასახლე მდინარე ჩაო ფრაიას სანაპიროზე მდებარეობს პან-პა-ინის რაიონში, აიუთაიას პროვინციაში.
კომპლექსი ააშენა მეფე პრასატ თონმა, თუმცა თითქმის მთელი XVIII-XIX ს. მანძილზე ცარიელი და მიუხედავი იყო. XIX საუკუნის შუა წლებში მეფე მონკუტმა ის აღადგინა. ამჟამად შემორჩენილი შენობების უმეტესობა 1872-1889 წლებშია აგებული მეფე ჩულალონკორნის მიერ. კომპლექსი მოიცავს ვრცელ ბაღებს და ველებს, „სამოთხის ნათებას“, ჩინური სტილის სამეფო სასახლესა და გვირგვინის ოთახს; ასევე სამეფო რეზიდენციას, სათვალთვალო კოშკს და პავილიონს მცირე ტბის შუაგულში.
კომპლექსი ღიაა ტურისტებისთვის. მეფე ბუმიბოლ ადულიდეი და მისი ოჯახი სასახლეს მხოლოდ ბანკეტებისთვის და სპეციალური ღონისძიებებისთვის იყენებენ.