აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი — მთიანეთი რუსეთში, ტუვის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმთავრესად მოქცეულია დიდი ენისეის (ბიიხემი) და პატარა ენისეის (კა-ხემი) შუამდინარეთში. შედგება რამდენიმე პატარა ქედისაგან (მ. შ. ობრუჩევის ქედი[1]). საშუალო სიმაღლეა 1500–1600 მ, მაქსიმალური 2895 მ-მდე. ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია დადაბლებებითა და ღრმულებით. შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი. აგებულია პალეოზოური ქანებით. კალთებზე ლარიქსის და კედრის ტაიგაა, თხემურ ნაწილში — მთის ტუნდრა.
ლიტერატურა
სქოლიო